პირველი დღის ანგარიში
ტრენინგის სათაური: ინტელის საბაზისო კურსი.
ტრენინგი ერთმანეთის გაცნობით, წარდგენით დაიწყო. მე თითქმის ყველა წევრს ვიცნობდი წინა ტრენინგებიდან.თუმცა გავიცანი ახალი წევრებიც. ასევე ყოველთვის დიდი მოლოდინით ველოდები ხოლმე ქალბატონ ქეთინო ცერაძის ტრენინგებს, რადგან ძალზედ საინტერესო და მუშა ატმოსფეროს ქმნის ყოველთვის.
ქალბატონმა ქეთიმ გაგვაცნო ტრენინგის პირველი მოდულით გათვალისწინებული საკითხები.
ვისაუბრეთ თუ რა მნიშვნელობა აქვს და როგორ დავგეგმოთ სასწავლო პროექტები უფრო ეფექტურად.ასევე გავეცანით პროექტის მოთხოვნებს.
შევქმენით საკუთარი პორტფოლიო და დავყავით ქვეპუნქტებად:
- კურსის რესურსები
- მოსწავლის ნიმუში
- სასწავლო პროექტის გეგმა
- სასწავლო პროექტის დამხმარე
- სურათები, აუდიო, ვიდეო
- შეფასებები