Pages

Sunday, November 17, 2013

ტრენინგის მეცხრე დღე



  • ტრენინგის დასაწყისში თავი მოვუყარეთ მთელ მასალას, გადავხედეთ პროექტის პორტფოლიოს და ახლებური ხედვით შევავსეთ და სრულვყავით ის. პირადად მე დასახვეწი მაქვს პროექტის გეგმა, რომელსაც სახლში შევცვლი და დავხვეწავ.
  • მზა პორტფოლიო ავტვირთეთ ჯერ დრაივში და შემდეგ მივაბით ბლოგზე. თუმცა მე სახლში ჩამოვტვირთავ და კიდევ ვიმუშავებ და შევცვლი მას.
  • პროექტის მონაწილეებმა გავაკეთეთ მოკლე პრეზენტაციები, და მივეცით მეგობრული რჩევები ერთმანეთს. მე პირადად მომეწონა ჩემი ჩემი მეგობრის რჩევები და აუცილებლად გავითვალისწინებ მას.
  • გავაკეთეთ პროექტის რეფლექსია და აღვნიშნეთ პროექტის მნიშვნელობა. მე აუცილებლად გამოვიყენებ ნასწავლ მასალას ახალი პროექტის გაფორმებისთვის.

პროექტის ბოლოს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პროექტის ხელმძღვანელებს და ქალბატონ ქეთი ცერაძეს დიდი გულმოდგინებისთვის და ჩვენი გაძლებისათვის, რადგან ჩვენ თვის ბევრი სიახლე იყო და ცოტა დავიბენით თავიდან. მე ყოველთვის დიდი სიხარულით მოვდივარ ქალბატონი ქეტის ტრენინგებზე, რადგან იგრძნობა მისი პროფესიონალიზმი; ენთუზიაზმი და დიდი ნებისყოფა!

Saturday, November 16, 2013

ტრენინგის მერვე დღე

დღეს საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი დღე გვქონდა .ვისწავლეთ ის , რაც ყველა პედაგოგს დასჭირდება სწავლების პროცესში .  google draive-ის საშუალებით შევადგინეთ ელექტრონული კითხვარები , რითაც შევძლებთ  გავაკეთოთ სხვადასხვა ტიპის ტესტი ჩვენი პროექტისათვის და ზოგადად, ყოველი ახალი თემისთვის . ამ კითხვებზე პასუხის გაცემას მოსწავლეები ინტერნეტის  საშუალებით შეძლებენ , რითაც კიდევ უფრო განივითარებენ 21 –ე საუკუნის უნარ– ჩვევებს.ვისწავლეთ ასევე  ჩვენს  ბლოგზე კითხვარის გადატანა, პრეზენტაციაში ბმულების ჩასმა. ხვალ კი საბოლოო პროდუქტი უნდა წარვადგინოთ. ამრიგად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დღე გველოდება.

Sunday, November 10, 2013

ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგი წინა დღის რეფლექსიით დაიწყო. შემდეგ გავეცანით ინფორმაციას მოსწავლეთა განსაკუთრებული საჭიროების გათვალისწინების შესახებ. დავამზადე დამხმარე მასალა საკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლისთვის, რომელიც დამეხმარება განვსაზღვრო მისი ცოდნის დონე. ამისათვის მე მოვიფიქრე ცხრილად დამელაგებინა სათბურში პომიდვრის მოყვანის პროცედურები და გვერძე გრაფაში არეულად ჩავსვი პროცესების ამსახველი სურათები. მოსწავლემ უნდა დაალაგოს ეს პროცედურები სურათების შესაბამისად.
უფრო კარგად დავხვეწეთ პროექტის მსვლელობის გეგმა.კერძოდ დავამატეთბეჭდვითი მასალები, ინტერნეტ რესურსები, სხვა რესურსები.
 ტრენინგის მსვლელობისას დრო სჭრაფად გაიპარა, დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის
!

Saturday, November 9, 2013

ტრენინგის მეექვსე დღე

ქალბატონმა ქეთიმ გაგვამეორებინა კიდევ ერთხელ წინა დღის მასალა, რომელიც უფრო კარგად დავიმყარეთ და  ახალ თემებზე:
გავეცანით მასალას, სადაც საუბარი იყო მოსწავლის ნამუშევრების შეფასების რუბრიკებზე. მასალის გაცნობის შემდეგ თავად შევეცადე გამეკეთებინა მოსწავლის პრეზენტაციების შეფასების რუბრიკა. ზოგიერთმა  ტრენინგის მონაწილემ გააკეთა მოსწავლის ბლოგის შეფასების რუბრიკა.
ასევე გავეცანით მასალებს პროექტის ფოტოალბომის შექმნის შესახებ, თავადვე შევქმენით ფოტოალბომი და ვისწავლეთ მასში სურათების დამატება, ამოშლა, ალბომის გამოქვეყნება ბლოგზე და ალბომის წაშლა.
ყველაფერი ეს ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის რადგან ვფიქრობ ჩავამატო ახალი სურათები ბლოგზე.

ტრენინგის მეხუთე დღე

 საავტორო უფლებები: მოვახდინეთ ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლა.გავეცანით საავტორო უფლებებს,წყაროს ციტირებას, და ასევე გავეცანით გამოყენებული ლიტერატურის მარტივ შაბლონს.შევქმენით დოკუმენტი და შევინახეთ საავტორო უფლებების საქაღალდეში.
მოსწავლის ნიმუშების განხილვა- გავეცანით სასწავლო კურსის ვებ გვერდძე განთავსებულ მოსწავლეთა ნიმუშებს და ვიმუშავეთ მოსწავლეთა როლში, შევქმენით ბლოგი, როგორც მოსწავლეებმა. გთავაზობთ მითითებულბლოგს
ბლოგის ინსტრუმენტების გარჩევა- განვიხილეთ ბლოგის შექმნა, რედაქტირება, გვერდების დამატება, ლინკების ჩასმა...
   ტრენინგი იყო ძალიან აქტიური და ნაყოფიერი. დიდი მადლობა ტრენერს, ქალბატონ ქეთი ცერაძეს და მასწავლებელთა სახლს, რომ ზრუნავთ მასწავლებელთა განვითარებისათვის.

Saturday, November 2, 2013

ტრენინგის მეოთხე დღე

  • ტრენინგის მეოთხე დღე ქალბატონმა ქეთიმ წინა დღის ნასწავლი მასალის გამეორებით დაიწყო და შემდეგ განვიხილეთ ინტელის სასწავლო კურსის მასალები, დროში გაწერილი შეფასების გეგმა. ვისწავლეთ შეფასების ხუთი მიზანი და 
  • უფრო სრულყოფილად შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმა.
  • გავიმეორეთ პრეზენტაციის გაკეთება და დიზაინის სრულყოფა.
  • შევქმენით პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.
  • პრეზენტაცია გადავიტანეთ ჩვენს ბლოგში .

Saturday, October 26, 2013

ტრენინგის მესამე დღე


  • ტრენინგის მესამე დღე ქალბატონმა ქეთიმ დაიწყო წინა გაკვეთილზე ნასწავლი მასალების გამეორებით.განვიხილეთ წინა ტრეინინგზე შესრულებული  ბუკლეტები,
  •  განვსაზღვრეთ ჩვენი   პროექტის გეგმის შევსების რამოდენიმე ქვეპუნქტი  მიზნები და შედეგები- ეროვნული სასწავლო გეგმიდან. 
  • გავეცანით სტანდარტების დაგეგმვას, დავამუშავეთ  მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას. ვისარგებლეთ სტანდარტებისა და მიზნების რუკით, განახლებული ბლუმის ტაქსონომიით.
  • ასევე ვიმუშავეთ "google"-ში არსებული ''Drive" ინსტრუმენტში და მოვახდინეთ დოკუმენტების ჩატვირთვა და გაზიარება- კოლეგასთან, რომელსაც ერთად გავუკეთეთ რედაქტირება.


  •  განვხილეთ პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები : ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი .
  • ასევე ვისწავლეთ  ბლოგზე გვერდების კეთება
  • სამუშაო დღემ საინტერესოდ ჩაიარა- ქეთის ტრენინგებზე ყოველთვის სწრაფად გადის დრო.

Sunday, October 20, 2013

მეორე დღე ქეთის ტრენინგი

ტრენინგის მეორე დღე დავიწყეთ წინა დღის ნასწავლი მასალის გამეორებით და  გადავედით საინფორმაციო ბუკლეტის დამზადებაზე, სადაც დაინტერესებულ პირებს ვუხსნით და რეკლამას ვუკეთებთ პროექტს, თუ რამდენად აუცილებელია და რა სარგებელს მოუტანს მოსწავლეებს არსებულ პროექტში მონაწილეობა. ასევე რითაა მნიშვნელოვანი და რა უნარ ჩვევებს განუითარებს მოსწავლეს, რა საგნებში გაუღრმავებს მოსწავლეს ცოდნას.
მე დავამზადე მშობლებისადმი განკუთვნილი სარეკლამო ბუკლეტი, რომელსაც დავურიგებ მშობლებს და ვისაც ელექტრონული მისამართი აქვს გავუგზავნი ელ-ფოსტით.



Saturday, October 19, 2013

ტრენინგის პირველი დღე

პირველი დღის ანგარიში
ტრენინგის სათაური: ინტელის საბაზისო კურსი.
ტრენინგი ერთმანეთის გაცნობით, წარდგენით დაიწყო. მე თითქმის ყველა წევრს ვიცნობდი წინა ტრენინგებიდან.თუმცა გავიცანი ახალი წევრებიც. ასევე ყოველთვის დიდი მოლოდინით ველოდები ხოლმე ქალბატონ ქეთინო ცერაძის ტრენინგებს, რადგან ძალზედ საინტერესო და მუშა ატმოსფეროს ქმნის ყოველთვის.
ქალბატონმა ქეთიმ გაგვაცნო ტრენინგის პირველი მოდულით გათვალისწინებული საკითხები.
ვისაუბრეთ თუ რა მნიშვნელობა აქვს და როგორ დავგეგმოთ სასწავლო პროექტები უფრო ეფექტურად.ასევე გავეცანით პროექტის მოთხოვნებს.
 შევქმენით საკუთარი პორტფოლიო და  დავყავით ქვეპუნქტებად:
  1. კურსის რესურსები
  2. მოსწავლის ნიმუში
  3. სასწავლო პროექტის გეგმა
  4. სასწავლო პროექტის დამხმარე
  5. სურათები, აუდიო, ვიდეო
  6. შეფასებები