- ტრენინგის დასაწყისში თავი მოვუყარეთ მთელ მასალას, გადავხედეთ პროექტის პორტფოლიოს და ახლებური ხედვით შევავსეთ და სრულვყავით ის. პირადად მე დასახვეწი მაქვს პროექტის გეგმა, რომელსაც სახლში შევცვლი და დავხვეწავ.
- მზა პორტფოლიო ავტვირთეთ ჯერ დრაივში და შემდეგ მივაბით ბლოგზე. თუმცა მე სახლში ჩამოვტვირთავ და კიდევ ვიმუშავებ და შევცვლი მას.
- პროექტის მონაწილეებმა გავაკეთეთ მოკლე პრეზენტაციები, და მივეცით მეგობრული რჩევები ერთმანეთს. მე პირადად მომეწონა ჩემი ჩემი მეგობრის რჩევები და აუცილებლად გავითვალისწინებ მას.
- გავაკეთეთ პროექტის რეფლექსია და აღვნიშნეთ პროექტის მნიშვნელობა. მე აუცილებლად გამოვიყენებ ნასწავლ მასალას ახალი პროექტის გაფორმებისთვის.
პროექტის ბოლოს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პროექტის ხელმძღვანელებს და ქალბატონ ქეთი ცერაძეს დიდი გულმოდგინებისთვის და ჩვენი გაძლებისათვის, რადგან ჩვენ თვის ბევრი სიახლე იყო და ცოტა დავიბენით თავიდან. მე ყოველთვის დიდი სიხარულით მოვდივარ ქალბატონი ქეტის ტრენინგებზე, რადგან იგრძნობა მისი პროფესიონალიზმი; ენთუზიაზმი და დიდი ნებისყოფა!
თამო, დიდი მადლობა!!!!
ReplyDelete